მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი მერებაშვილი “ვისლას” ისტორიაში შევიდა

გიორგი მერებაშვილი “ვისლას” ისტორიაში შევიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
66 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი პლოცკი “ვისლას” ისტორიაში შევიდა.

ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპინატის მე-16 ტურის მატჩში “გურნიკის” კარში გოლი გაიტანა. ეს მისთვის “ვისლას” რიგებში მე-19 გოლი აღმოჩნდა.

“ვისლას” ისტორიაში ლეგიონერებიდან ამდენი გოლი, მხოლოდ ესპანელ ხოსე კანტეს აქვს გატანილი.
მერებაშვილს კანტეს შედეგის გაუმჯობესება შეუძლია. მას ესპანელი ფეხბურთელი ვეღარ დაეწევა, რადგანაც პოლონურ გუნდში აღარ თამაშობს.

გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” ღირსებას 2016 წლიდან იცავს. ქართველს 19 გოლის გასატანად 102 თამაში დასჭირდა.
მერებაშვილის გუნდი პოლონეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი