მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა

ავტორი კახა მიხანაშვილი
186 ნახვა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის დარჩენილი შეხვედრები  ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ჩაივლის.

ბასილაშვილმა ტურნირის პირველ წრეში ATP-ს რეიტინგის მე-8 ჩოგან სამხრეთ აფრიკელ  კევინ ანდერსონთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო.

შეხვედრა 2 საათი და 14 წუთი გაგრძელდა.   აფრიკელმა ქართველის დამარცხება 3-სეტში 4-6, 7-6, 6-3 მოახერხა.

კევინ ანდერსონი ვენის ტურნირის 1/8 ფინალში  ATP-ს რეიტინგის  426-ე ჩოგანს  მასპინძელ 37 წლის ვეტერან ჩოგბურთელს  იურგენ მელცერს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კი პარიზის ღია პირველობისთვის მოემზადება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი