მთავარი მსოფლიოგერმანია იურგენ კლინსმანმა ბერლინის “ჰერტა” ჩაიბარა

იურგენ კლინსმანმა ბერლინის “ჰერტა” ჩაიბარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
7 ნახვა

იურგენ კლინსმანი ბერლინის “ჰერტას” მთავარი მწვრთნელი გახდა.

55 წლის გერმანელმა სპეციალისტმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

კლინსმანმა “ჰერტადან” არასახარბიელო შედეგების გამო დათხოვნილი ანტე ჩოვიჩი შეცვალა.

იურგენისთვის ბერლინური კლუბი მწვრთნელის რანგში მე-4 სამუშაო ადგილია. იგი აქამდე გერმანიის ნაკრებს, მიუნხენის “ბაიერნს” და აშშ-ს ეროვნულ გუნდს წვრთნიდა.

სამწვრთნელო საქმიანობაში კლინსმანის ყველაზე დიდი მიღწევა 2006 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები გახლავთ.

ფეხბურთელობის ჟამს კი იურგენ კლინსმანმა 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი აღმართა.
1996 წელს კი ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
კლინსმანის ჯილდოების კოლექციაში 1988 წელს მოპოვებული. ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი ინახება.
მას ასევე 2-ჯერ მილანის “ინტერთან” ერთად 1990-91 წლების სეზონში და 1995-96 წლებში “ბაიერნის” რიგებში უეფას თასი აქვს აღმართული.
1996-97 წლებში ბავარიელების მაისურით გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონობა იზეიმა.

“ჰერტა” გერმანიაში მე-15 პოზიციაზე იმყოფება და კლისმანსაც გუნდის კატასტროფული შედეგების გასაუმჯობესებლად უხმეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი