მთავარი მსოფლიოინგლისი ინგლისის პრემიერშიფში გუნდები ,,ლგბტ” თასმებით ითამაშებენ

ინგლისის პრემიერშიფში გუნდები ,,ლგბტ” თასმებით ითამაშებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

ინგლისის სარაგბო ჩემპიონატ პრემიერშიფის მე-5 ტურში გუნდებს ,,ლგბტ” ფერებში გადაწყვეტილი სპეციალური ბუცების ს თასმები დაურიგდებათ, რომლითაც  ისინი მოედანზე გამოვლენ.

ასეთი სპორტული ეკიპირებით მორაგბეების  მატჩზე გამოსვლა ,,ლგბტ” თემის მხარდამჭერი კამპანიის ნაწილია.
ინგლისის რაგბის კავშირის წარმომადგენლების აზრით, ასეთი აქტივობები  სპორტში ,,ლგბტ”  პირების ჩართულობას უწყობს ხელს.

აქციის მონაწილეები მატჩების დროს სტადიონებზე 4500 წყვილ ,,ლგბტ”თასმებს დაარიგებენ.  სტადიონზე მყოფ გულშემატკივრებს სურვილის შემთხვევაში კამპანიაში ჩართვის საშუალება ექნება.

ამ კვირაში, პრემიერშიფის ლოგოსაც ,,ლგბტ” ფერები ექნება დამატებული და მას ექვსივე მატჩზე გამოიყენებენ.

ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურში მონაწილეობას  ქართველი ბურჯის ზურაბ ჟვანიას გუნდი   “უასპსიც”  მიიღებს.
,,ლგბტ” თასმების მორგებას შეხვედრაში ასპარეზობის შემთხვევაში  ჟვანიასაც მოსთხოვენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი