მთავარი მსოფლიოევროლიგა თორნიკე შენგელიას “ბასკონია” საბერძნეთში განადგურდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” საბერძნეთში განადგურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
51 ნახვა

საკალაბურთო ევროლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” სტუმრად, ათენში “პანათინაიკოსთან” 32-ქულიანი სხვაობით 68-100 წააგო.

შენგელია ტრადიციულად, ესპანური გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 28:35 წუთი დაჰყო.
თორნიკემ 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი. მან 30:02 წუთი ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში ჯენინგი გუნდს 8 ქულით, 3 მოხსნითა და 4 პასით შეეწია.

მატჩის MVP “პანათინაიკოსის” მოთამაშე ნიკ კალატესი გახდა. ბერძენმა 25:39 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.
მას მხარი ამერიკელმა ჯაიმერ ფრედეტემ აუბა. იანკმა თავი 21 ქულას მოუყარა.

“ბასკონიას” ამ დროისთვის 5 მოგება და 6 მარცხი გააჩნია. ვიტორიელები 10 ქულით მე-9 პოზიციაზე არიან.

თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგაზე მორიგ მატჩს 7 დეკემბერს, გამართავს.
ესპანური გუნდი შინ, თურქულ “ეფესს” დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი