მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებენ

გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ქართველი ფეხბურთელების გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდი “გენკი” ითამაშებს.

ბელგიურმა გუნდმა მე-5 ტურის შეხვედრაში სტუმრად, საფრანგეთში “სენტ ეტიენთან” ქულა აიღო, რაც ჯგუფური ეტაპის ერთი ტურით ადრე დასაძლევად საკმარისი აღმოჩნდა.

მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობა გიორგი ჩაკვეტაძეს არ მიუღია.

გიორგი ქვილითაია კი ორთაბრძოლაში 71-ე წუთზე ჩაება.  ქართველი ფორვარდი მოედანზე უკრაინელი  რომან იერემჩუკის ნაცვლად შევიდა.

“გენკის” 10 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. ბენელუქსელებს გერმანული “ვოლფსბურგი’  1 ქულით ჩამორჩება.

ფრანგულ “სენტ ეტიენსა” და უკრაინულ “,ოლექსანდრიას” ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი