მთავარი საქართველოლეგიონერები ლექსო ყაულაშვილმა ლელო გაიტანა – ქართველების ამბები საფრანგეთის ტოპ 14-დან

ლექსო ყაულაშვილმა ლელო გაიტანა – ქართველების ამბები საფრანგეთის ტოპ 14-დან

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ  ტოპ 14-ში მე-15 ტურის ორთაბრძოლები გაიმართა.

ქართველების გუნდების “რასინგი 92”-სა და “ბორდოს” მატჩში ლელოს დადება ლექსო ყაულაშვილმა მოახერხა.

პარიზში გამართულ მატჩში “ბორდოს” ქართველმა ლეგიონერმა დედაქალაქელების ჩათვლის მოედანში ბურთი 65-ე წუთზე დაამიწა. მან ჟირონდელების გამარჯვევაში დიდი წვლილი შეიტანა. შეხვედრა კი ყაულაშვილის გუნდმა 34-30 მოიგო.

“რასინგის” სასტარტო შემადგენლობაში მატჩი გურამ გოგიჩაშვილმა დაიწყო. იგი თანამემამულე ვასილ კაკოვინმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

“ბორდომ” ოთხზე მეტი ლელოს გატანის გამო ბონუს-ქულა ირგუნა და 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.

“რასინგი” კი 19 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

დავით ზირაქაშვილისა და გიორგი ბერიას ,,კლერმონმა” გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” 30:13

ვეტერანმა ქართველმა მორაგბემ დავით ზირაქაშვილმა შეხვედრა ძირითად თხუთმეტეულში დაიწყო და მოედანზე 65 გაატარა.

გიორგი ბერია კი მარქაფიდან საქმეში 65-ე ჩაერთო.

სასტარტო რაზმში იყო გიორგი  თეთრაშვილი. იგი მწვრთნელებმა  57-ე წუთზე შეცვალეს.

“კლერმონი” ტოპ 14-ში 24 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “აჟენი” 16 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილს იკავებს.

სტუმრად, “პაუსთან” 19-9 მოიგო ტულონმა, რომლის რიგებშიც ბექა გიგაშვილმა და ლეგენდარულმა მამუკა გორგილოძემ იასპარეზეს.

ორივე ქართველი მარქაფაში იმყოფებოდა. ბექა გიგაშვილი მატჩში  58-ე წუთზე შევიდა. მამუკა გორგაძე  კი ბრძოლაში 65-ე წუთზე ჩაერთო.

“ტულონმა”ამ  გამარჯვების შემდეგ 24 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილამდე აღზევდა.

ქართველი მორაგბეებით დაკომპლექტებულმს “მონპელიემ” შინ, “ლიონი” 33-8 გაანადგურა.

მასპინძელთა რიგებში შეხვედრა სასტარტო თხუთმეტეულში ბურჯებმა მიხეილ ნარიაშვილმა და ლევან ჩილაჩავამ დაიწყეს.

ნარიაშვილმა მოედანზე 66-ე წუთამდე დაჰყო. ჩილაჩავამ კი ბრძოლაში 57 წუთი გაატარა.

66-ე წუთზე “მონპელიეს” მწვრთნელმა გუნდის შერკინება  კოტე მიქაუტაძით გააძლიერა.

ტოპ 14-ში “მონპელიე” მე-6 ადგილზე გახლავთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი