მთავარი მთავარი კახა ასიეშვილმა ტოპ 14-ში  ლელო გაიტანა

კახა ასიეშვილმა ტოპ 14-ში  ლელო გაიტანა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ ტოპ 14-ში თავი გატანილი ლელოთი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯმა კახა ასიეშვილმა გამოიჩინა.

“ბრივის”  ქართველმა ლეგიონერმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი 31-ე წუთზე შეიტანა.
ასიეშვილის გუნდმა “სტად ფრანსეს” დაძაბულ ბრძოლაში 26:21 დაამარცხა.
ლელოს ავტორი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. იგი მოედანზე 78-ე წუთზე ისევ შევიდა.

კახას თანაგუნდელმა ბექა გორგაძემ მატჩი სასტარტო თხუთმეტეულში დაიწყო. იგი  მოედნიდან 50-ე წუთზე გაიყვანეს.

“ბრივის” მწვრთნელმა 56-ე წუთზე მარქაფიდან  საქმეში საქართველოს ნაკრების ჰავბეკი ვასილ ლობჟანიძე ჩართო.

“სტად ფრანსეს” მარქაფაში გიორგი მელიქიძე იმყოფებოდა, თურცა პარიზული კლუბის სამწვრთნელო შტაბმა ქართველი მოედანზე არ გაიყვანა.

“ბრივი” 22 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
“სტად ფრანსე” კი 10 ქულით ტოპ 14-ის ღრმა აუტსაიდერია.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი