მთავარი მსოფლიოესპანეთი ქართველების წარუმატებელი ტური ესპანეთში

ქართველების წარუმატებელი ტური ესპანეთში

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველები ჩვეულად ვერ გაისარჯნენ.

საქართველოს ნაკრების ოთხი წევრიდან 10-ქულიან ზღვარს, მხოლოდ ერთი კალათბურთელი გადაცდა.

კანარის კუნძულებზე ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” “ფუენბლადა” 102-78 გაანადგურა.

ქართველმა კალათბურთელმა 19:27 ითამაშა.  მან 8 ქულა, 5 მოხსნა, ერთი პასი მიითვალა.

“ბასკონია” სტუმრად, “ანდორასთან” 25-ქულიანი სხვაობით 72-97 დამარცხდა

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25:05 წუთი დაჰყო.  ამჯერად ქართველმა”ბასკონიას” ლიდერობა ვერ მოახერხა და მოკრძალებული შედეგი დააფიქსირა.  ქართველი გუნდს  9 ქულით, 4 მოხსნითა და 1 პასი შეეწია.

უკეთ ითამაშა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა  მეტ ჯენინგმა. მან 31:39 წუთში 12 ქულა და  3 პასი მოიპოვა.

გიორგი შერმადინის “ტენერიფე” კატალონიაში “ბარსელონასთან” 33-ქულიანი სხვაობით 71-103 განადგურდა

შერმადინმა თამაშში გატარებულ 23:12 წუთში 8 ქულა, 9 მოსხნა და 1 პასი დააგროვა.

ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ,, ტენერიფეს” და “გრან კანარიას” 12-12 ქულა გააჩნიათ და მე-7 – მე-8 ადგილებს იყოფენ.

,,ბასკონიას” კი 10 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი