მთავარი მთავარი ლიონელ მესი: ,,პირველად „ოქროს ბურთი“ 22 წლის ასაკში მოვიპივე.   მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მეექვსე „ოქროს ბურთს“ ჩემი მეუღლისა და სამი შვილის თვალწინ ავღმართავდი”

ლიონელ მესი: ,,პირველად „ოქროს ბურთი“ 22 წლის ასაკში მოვიპივე.   მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მეექვსე „ოქროს ბურთს“ ჩემი მეუღლისა და სამი შვილის თვალწინ ავღმართავდი”

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ,,ოქროს ბურთის” მოპოვების შემდეგ კომენტარი პარიზში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე გააკეთა.

მესი იმ ჟურნალისტებს მადლობას უხდის, ვინც ხმა მისცა.  ასევე თანაგუნდელების წვლილ აღნიშნავს და აცხადებს, რომ ისინი ამ ჯილდოს ნაწილი არიან.

ლიონელ მესი: ,,მინდა, მადლობა გადავუხადო, იმ  ჟურნალისტებს, რომლებმაც ხმა მომცეს.

დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში. მათი თანადგომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. მათ შესაძლებლობა მომცეს შესანიშნავი წელი მქონოდა. ისინი ამ ჯილდოს ნაწილი არიან.

პირველად „ოქროს ბურთი“ 22 წლის ასაკში მოვიპივე.   მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მეექვსე „ოქროს ბურთს“ ჩემი მეუღლისა და სამი შვილის თვალწინ ავღმართავდი.

ჩემი ასაკის გათვალისწინებით,  ეს მომენტი კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.  დრო მიფრინავს, ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ, საფეხბურთო კარიერაში სიამოვნების მიღებაა საჭირო. ინდივიდუალური ჯილდოები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანია გუნდურ ტიტულებთან შედარებით. ეს ჯილდო ჩემი თანაგუნდელებსაც ეკუთნის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ტიტულების კოლექციას, კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო შევძინე. “- განაცხადა ლიონელ მესიმ დაჯილდოვების ცერემონიალისას.

32 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ კარიერაში მეექვსედ მოიპოვა. მან ეს ჯილდო  2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში მოიგო. .

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი