მთავარი მთავარი ,,ოქროს ბურთის” ისტორია, ჩემპიონები და რეკორდსმენები

,,ოქროს ბურთის” ისტორია, ჩემპიონები და რეკორდსმენები

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

ოქროს ბურთის საფეხბურთო ჯილდო ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა დააწესა. იგი
ყოველწლიურად  ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებენ.

გამოკითხვის ჩატარების იდეა  ჟურნალის რედაქტორს გაბრიელ ანოს ეკუთნის.
ანომ  თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

პირველი ჯილდო ინგლისელ  სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ ითვლება.

თავდაპირველას, როგორც წესი ჟურნალისტები აუცილებლად ასახელებდნენ ევროპელ ფეხბურთელს, რომელიც ევროპულ კლუბში თამაშობდა, ამის გამო ეს ჯილდო მოგებული არ აქვთ ფეხბურთის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც  პელე, გარინჩა, დიეგო მარადონა არიან.

1995 წლიდან ეს წესი შეიცვალა და ჟურნალისტებს უფლება მიეცათ დაესახელებინათ ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელი თუ ის ევროპულ კლუბში თამაშობდა. პირველივე წელს, ამ წესის შემოღებიდან, ოქროს ბურთის მოგება “კილანის”   ლიბერიელმა ფორვარდმა ჯორჯ ვეამ მოახერხა.

2010 წლიდან ოქროს ბურთის დაჯილდოებამ  სტატუსი შეიცვალა და ფიფასა  France Footbal-ის საერთო ინიციატივით,  ფიფას წლის ფეხბურთელის  დაჯილდოებასთან ერთ საერთო დაჯილდოებად გადაიქცა.

ფიფას ოქროს ბურთის დაჯილდოებამ ამ სახით 2016 წლამდე იარსება და შემდეგ კვლავ დამოუკიდებელლად განაგრძო არსებობა. ფიფას ოქროს ბურთის ტროფეი ,,France Football-ის ოქროს ბურთის ტროფეის ანალოგი იყო.

2009 წლამდე ყველაზე მეტჯერ, სამჯერ, ოქროს ბურთის მოგება სამმა ფეხბურთელმა  მიშელ პლატინიმ, იოჰან კრუიფმა და მარკო ვან ბასტენმა მოახერხა.

პლატინიმ ,,ოქრო ბურთი”  ზედიზედ სამჯერ 1983–85 წლებში მოიპოვა.

,,ოქროს ბურთი’ ისტორიაში ყველაზე მეტჯერ არგენტინელ ლიონელ მესის აქვს მოპოვებული. არგენტინელმა აღნიშნული ჯილდო 2019 წელს მეექვსედ დაისაკუთრა.

,,ფრანს ფუტბოლის” ვერსიით პორტუგალიელი კრისტიანუ რონალდუ წლის საუკეთესო ფეხბურთელად 5-ჯერ აღიარეს.

ესეც ყველა გამარჯვებულის სია:

1956 სტენლი მეტიუზი – ინგლისი  (“ბლექპული”, ინგლისი)
1957 ალფრედო დი სტეფანო – არგენტინა (“რეალი”, ესპანეთი)
1958 რაიმონდ კოპა – საფრანგეთი
(“რეალი”, ესპანეთი)
1959 ალფრედო დი სტეფანო – არგენტინა (“რეალი”, ესპანეთი)
1960 ლუის სუარესი – ესპანეთი (“ბარსელონა”, ესპანეთი)
1961 ომარ სივორი – იტალია (“იუვენტუსი”, იტალია)
1962 ჟოზეპ მასოპუსტი – ჩეხოსლოვაკია (“დუკლა, ჩეხოსლოვაკია)
1963 ლევ იაშინი – საბჭოთა კავშირი (“მოსკოვის დინამო”, საბჭოთა კავშირი)
1964 დენის ლოუ შოტლანდია (“მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
1965 ეუსებიო პორტუგალია (“ბენფიკა”, პორტუგალია)
1966 ბობი ჩარლტონი – ინგლისი (“მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
1967 ფლორიან ალბერტი – უნგრეთი (“ფერენცვაროში, უნგრეთი)
1968 ჯორჯ ბესტი – ჩრდილოეთ ირლანდია (“მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
1969 ჯანი რივერა – იტალია (“მილანი, იტალია)
1970 გერდ მიულერი – გერმანია (“ბაიერნი, გერმანია)
1971 იოჰან კრუიფი – ჰოლანდია (“აიაქსი” ჰოლანდია)
1972 ფრანს ბეკემბაუერი – გერმანია (“ბაიერნი, გერმანია)
1973 იოჰან კრუიფი – ჰოლანდია (“აიაქსი” ჰოლანდია)
1974 იოჰან კრუიფი – ჰოლანდია (“აიაქსი” ჰოლანდია)
1975 ოლეგ ბლოხინი –  საბჭოთა კავშირი (“კიევის დინამო”, საბჭოთა კავშირი)
1976 ფრანს ბეკემბაუერი -გერმანია (“ბაიერნი, გერმანია)

1977 ალან სიმონსენი – დანია (“მიუხენგლადბახის ბორუსია”)
1978 კევინ კიგანი – ინგლისი (“ჰამბურგი, გერმანია)
1979 კევინ კიგანი – ინგლისი (“ჰამბურგი, გერმანია)
1980 კარლ- ჰაინც რუმინიგე გერმანია (“ბაიერნი, გერმანია)
1981 კარლ- ჰაინც რუმინიგე გერმანია (“ბაიერნი, გერმანია)
1982 პაოლო როსი იტალია (“იუვენტუსი”, იტალია)
1983 მიშელ პლატინი – საფრანგეთი (“იუვენტუსი”, იტალია)
1984 მიშელ პლატინი – საფრანგეთი (“იუვენტუსი”, იტალია)
1985 მიშელ პლატინი – საფრანგეთი (“იუვენტუსი”, იტალია)
1986 იგორ ბელანოვი საბჭოთა კავშირი (“კიევის დინამო”, საბჭოთა კავშირი)
1987 რუდ გულიტი – ჰოლანდია (მილანი, იტალია)
1988 მარკო ვან-ბასტენი – ჰოლანდია (მილანი, იტალია)
1989 მარკო ვან-ბასტენი – ჰოლანდია (მილანი, იტალია)
1990 ლოთარ მათეუსი გერმანია (“ინტერი”, იტალია)
1991 ჟან-პიერ პაპენი – საფრანგეთი (“მარსელი საფრანგეთი)
1992 მარკო ვან-ბასტენი – ჰოლანდია (მილანი, იტალია)
1993 რობერტო ბაჯო იტალია (“იუვენტუსი”, იტალია)
1994 ხრისტო სტოიჩკოვი – ბულგარეთი (“ბარსელონა, ესპანეთი)
1995 ჯორჯ ვეა – ლიბერია (მილანი, იტალია)
1996 ლოთარ მათეუსი გერმანია – (დორტმუნდის “ბორუსია”, გერმანია)
1997 რონალდო – ბრაზილია (“ინტერი”, იტალია)
1998 ზინედინ ზიდანი საფრანგეთი (“იუვენტუსი”, იტალია)
1999 რივალდო – ბრაზილია (“ბარსელონა, ესპანეთი)
2000 ლუიშ ფიგუ – პორტუგალია (“რეალი”, ესპანეთი)
2001 მაიკლ ოუენი – ინგლისი (“ლივერპული”, ინგლისი)
2002 რონალდო – ბრაზილია (“ინტერი”, იტალია)
2003 პაველ ნედვედი – ჩეხეთი (“იუვენტუსი”, იტალია)
2004 ანდრეი შევჩენკო – უკრაინა (მილანი, იტალია)
2005 რონალდინიო – ბრაზილია (“ბარსელონა, ესპანეთი)
2006 ფაბიო კანავარო – იტალია (“რეალი”, ესპანეთი)
2007 კაკა – ბრაზილია (მილანი, იტალია)
2008 კრისტიანუ რონალდუ – პორტუგალია (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
2009 ლიონელ მესი – არგენტინა (“ბარსელონა, ესპანეთი)
2010 ლიონელ მესი – არგენტინა (“ბარსელონა, ესპანეთი)
2011 ლიონელ მესი – არგენტინა (“ბარსელონა, ესპანეთი)
2012 ლიონელ მესი – არგენტინა (“ბარსელონა, ესპანეთი)
2013 კრისტიანუ რონალდუ – პორტუგალია (“რეალი”, ესპანეთი)
2014 კრისტიანუ რონალდუ – პორტუგალია (“რეალი”, ესპანეთი)
2015 ლიონელ მესი – არგენტინა (“ბარსელონა, ესპანეთი)
2016 კრისტიანუ რონალდუ – პორტუგალია (“რეალი”, ესპანეთი)
2017 კრისტიანუ რონალდუ – პორტუგალია (“რეალი”, ესპანეთი)
2018 ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ესპანეთი)
2019 ლიონელ მესი – არგენტინა (“ბარსელონა, ესპანეთი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი