მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ოფიციალურმა ვებგვერდმა მე-4 წრის საუკეთესო ფეხბურთელი და მთავარი წვრთნელი დაასახელა.

საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონის თბილისის “დინამოს” მეკარე ესპანელი ხოსე პერალესი გახდა.
თბილისელთა გუნდის გოლკიპერმა ეროვნული ლიგის მე-4 წრე შესანიშნავად ჩაატარა. მან 9 შეხვედრაში, მხოლოდ 5 გოლი გაუშვა.

საუკეთესო მწვრთელად კი თბილისის “დინამოს” ოფიციალური თავკაცი ფელის ვისენტე დაასახელეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მთავარი მწვრთელი ჩიკო მუნიოსი გახლავთ. უბრალოდ, მას ამ ეტაპზე სამწვრთნელო პროფ-ლიცენზია არ გააჩნია.
ჩისკოს ხელმძღანელობით მეოთხე წრეში თბილისის „დინამომ“ 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 ორთაბრძოლაში დამარცხდა.

2019 წლის საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” გახდა. დედაქალაქელებმა აღნიშნული ტიტული მეჩვიდმეტედ მოიპივეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი