მთავარი საქართველოეროვნული ლიგა მათე ცინცაძე ბათუმის “დინამოში” გადავიდა

მათე ცინცაძე ბათუმის “დინამოში” გადავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

საქართველოს ვიცეჩემპიონმა ბათუმის “დინამომ”  ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა.

აჭარლებმა 24 წლის ნახევარმცველი მათე ცინცაძე დაიმატეს. – ამის შესახებ ინფორმაციას ,,აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მათე ცინცაძე კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს უახლოეს მომავალში  გააფორმებს.

ცინცაძემ გასული სეზონი ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყო.  იმერულ გუნდში შექმნილი ფინანსური კრიზის გამო კი ლატვიაში გადაბარგდა და იქაურ კლუბ ,,იელგავასთან” 5-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბალტიისპირეთში მათემ 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელი ბათუმელთა შემადგენლობაში თავისუფალი აგენტის სტატუსით აღმოჩნდა.

მათე ცინცაძე ერთ-ერთი ყველაზე მოგზაური ფეხბურთელია.  იგი ზღისპერელებამდე  თბილისის ,,ლოკომოტივში’’, თბილისის ,,დინამოში’’, ქუთაისის ,,ტორპედოში’’, ,,რუსთავში ’’, პოლონურ ,,პოგონში ’’ და ლატვიურ ‘’იალეგავაში’’ ასპარეზობდა.

ცინცაძეს ორი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აქვს ჩატარებული.  მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებში აქვს ნათამაშები.

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი