მთავარი მსოფლიოინგლისი “მანჩესტერ სიტიმ” “ბარნლი” გაანადგურა

“მანჩესტერ სიტიმ” “ბარნლი” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში  “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად, “ბარნლი”  4-1 გაანადგურა.

მატჩში დუბლი ბრაზილიელმა გაბრიელ ჟესუსმა შეასრულა. სამხრეთ ამერიკელმა პირველი გოლი ესპანელ დავიდ სილვას პასით  24-ე წუთზე გაიტანა.

50-ე წუთზე კი პორტუგალიელი ბერნანდო სილვას პასი შეირგო.

68-ე წუთზე “ბარნლის” კარი მესამედ ესპანელმა ფეხბურთელმა როდრიმ აიღო.

87-ე წუთზე ბერნანდო სილვამ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა. ამჯერად მისი გადაცემის შემდეგ ბურთი მეტოქის კარში რიად მაჰრეზიმ შეაგორა.

ე.წ პრესტიჟის გოლი მასპინძლებმა 89-ე წუთზე გაიტანეს. თავი ირლანდიელმა რობი ბრედიმ გამოიჩინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “მანჩესტერ სიტის”  32 ქულა დაუგროვდა და მე-2 ადგილზე გადავიდა.

“ქალაქელები” ლიდერ “ლივერპულს” 8 ქულით ჩამორჩებიან. თან მერსესაიდელებს  მე-15 ტურის შეხვედრა, ჯერ არ ჩაუტარებიათ.

“ბარნლი” 1:4 “მანჩესტერ სიტი”
24′ 50′ გაბრიელ ჟესუსი (0-1, 0-2), 68′ როდრი (0-3), 87′ მაჰრეზი (0-4), 89′ ბრედი (1-4)

“კრისტალ პასალი” 0-1 “ბორნმუთი”
76′ შლუპი
გაძევება: 19′ სახო (“კრისტალ პასალი”)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი