მთავარი მსოფლიოიტალია ფაბიო კანავარომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო

ფაბიო კანავარომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ტიტულის მოპოვება მწვრთნელის რანგშიც მოახერხა.

კანავარომ თავის პირველ წარმატებას ჩინეთში მიაღწია. მისმა გუნდმა “გუანგჟოუ ევერგრანდემ” ამ ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.

ფაბიო კანავაროს შეგირდებმა ბოლო ტურის მატჩში შანხაის “შენჰუა” 3-0 დაამარცხა.

“გუანგჟოუ ევერგრანდემ” ჩინეთის სუპერლიგაში 72 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტ პეკინის “გუოანის” 2 ქულით აჯობა.

46 წლის ფაბიო კანავარო “გუანგჟოუ ევერგრანდეს” სათავეში 2017 წლიდან უდგას. 2019 წელს კი ჩინეთის ნაკრების დროებითი მწვრთნელის ფუნქციასაც ასრულებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი