მთავარი მთავარი თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წუთებში დამარცხა

თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წუთებში დამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის “დინამომ” მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

თბილისში, “ოლიმპიკის”  დარბაზში საქართველოს ჩემპიონი გერმანულ “ჰანოვერს” დაუპირისპირდა.

მატჩი დრამატული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა.

გერმანულმა კლუბმა გადამწყვეტი გოლი შეხვედრის დასრულებამდე 1:16 წუთით ადრე გაიტანა.

თბილისის “დინამოდან” ჰეთთრიკი გიორგი მაგრაქველიძემ შეასრულა. დუბლი ანდრია ბითაძემ, ბორის ვაპენსკი და იტალიელმა ფაბიო ბარალდიმ გაიფორმეს.
გერმანული კარის ბადეში ერთი ბურთი ხვიჩა ჯახაიამ გაახვია.

“ჰანოვერიდან” ჰეთთრიკით ივან ნაგაევმა გამოურჩა.
დუბლის შესრულება დარკო ბრგულიანმა, ჯულიან რეალმა და ალექსანდრ რადოვიჩმა მოახერხეს.
თითო-თითო გოლი თბილისელებს
პეტარ მუსლიმმა და ჯონ  ვინკერჰორტსმა გაუტანეს.

თბილისის “დინამო” 6 ტურის შემდეგ უქულოდ B  ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი