მთავარი მთავარი კაროლინ ვოზნიაცკი კარიერას ასრულებს

კაროლინ ვოზნიაცკი კარიერას ასრულებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი კარიერას დასრულებას მომავალ წელს აპირებს.

სკანდინავიელმა პირმშვენიერმა ასულმა საკუთარ „ინსტაგრამზე” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ პროფესიულ სპორტიდან 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ წავა.

დანიელ ვოზნიაცკი: ,,გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. პროფესიულ კარიერას 2020 წლის იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დავასრულებ. ჩოგბურთიდან ჯანმრთელობის გამო არ მივდივარ.”

კაროლინ ვოზნიაცკი მსოფლიოს პირველი ჩოგანი 2010 წლის 11 ოქტომბერს, გახდა.

29 წლის დანიელ ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში 2 დიდი ტურნირი აქვს მოგებული.

ვოზნიაცკიმ 2018 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.
2017 წელს კი წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

სკანდინავიელი ლამაზმანი 2-ჯერ
აშშ-ს ღია პირველობის ფინალშიც იყო გასული.

ამ მომენტისთვის კაროლინ ვიზნიაცკი WTA-ს რეიტინგში 37-ე ადგილზე იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი