მთავარი მთავარი დიდი მატჩების მოლოდინში – ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალისტები გამოვლინდებიან

დიდი მატჩების მოლოდინში – ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალისტები გამოვლინდებიან

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 4 ჯგუფში ყველა 1/8 ფინალისტი გაირკვევა.

ევროპი სტადიონებზე დიდი ორთაბრძოლები შედგება, რადგან ბოლო ტურში ყველა  ჯგუფში ინტრიგა შენარჩუნებულია.

E ჯგუფი
“ნაპოლი” (იტალია) : “გენკი” (ბელგია)
“ზალცბურგი” (ავსტრია) : “ლივერპული” (ინგლისი)

მოქმედ ჩემპიონ “ლივერპულს” ჯგუფიდან გასასველად ავსტრიიდან 1 ქულის წამოღება უნდა.
,,ზალცბურგი” კი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მათ ჯგუფიდან გასვლის შანსი გააჩნიათ.

მერსესაიდელები ავსტრიას 3 ტრავმირებული ფეხბურთელის გარეშე ეწვიენ.
ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრად ბრაზილიელი ფაბინიო, ნათანიელ კლეინი და კამერუნელი ჟოელ მატიპი ვერ ჩაატარებენ.
,,ზალცბურგი” კი ფრან ანტუან ბერნედეს, მალელ სეკოი კოიტას და პატრიკ პარკასს მოისაკლისებს.
ნეაპოლში ადგილობრივიგუნდი აუტსაიდერ “გენკის” შეხვდება და 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში ფლეი-ოფის საგზურს მიიღებს.

1. ,,ლივერპული” 5 3 1 1 11:8 10
2. ,,ნაპოლი” 5 3 0 2  7:4 9
3.,,ზალცბურგი” 5 2 1 2 16:11 7
4. ,,გენკი” 5 0 1 4 5-16 1

F ჯგუფი
“დორტმუნდი” (გერმანია) : “სლავია” (ჩეხეთი)
“ინტერი” (იტალია) : “ბარსელონა” (ესპანეთი)

დიდი ამბებია მოსალიდნელი ამ ჯგუფში.
მილანში, “ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე “ინტერი” “ბარსელონას” დაუხვდება და ფლეი-ოფში, მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავა.
კატალონიელებს 1/8 ფინალში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ და მათთვის ამ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია.

მილანელებს უმნიშვნელოვანეს მატჩში ნიკოლო ბარელა და ჩილელი ალექსი სანჩესი დააკლდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით კატალონიელებმა იტალიაში არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი, ხორდი ალბა და ფრანგი ოსმან დემბელე არ ჩაიყვანეს.

ამავე ჯგუფში დორტმუნდის “ბორუსია” ჩეხურ ,,სლავიას” უმასპინძლებს და “ინტერის” წაფორთხილების შემთხვევაში, თუ შეხვედრას მოიგებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებს.

1. “ბარსელონა” 5 3 2 0  7:3 11
2. “ინტერი” 5 2 1 2 9:7 7
3. “დორტმუნდი” 5 2 1 2  6:7 7
4.”სლავია” 5 0 2 3 3:8 2

G ჯგუფი
“ლიონი” (საფრანგეთი) : “ლაიპციგი” (გერმანია)
“ბენფიკა” (პორტუგალია) : “ზენიტი” (რუსეთი)

ჯგუფიდან გასვლის შანსს ოთხიდან სამი გუნდი ინარჩუნებს.
ცენტრალური შეხვედრა შედგება ლიონში, სადაც ადგილობრივი გუნდი გერმანულ “ლაიპციგს” შეერკინება.
სანკ-პეტერბურგის “ზენიტს” კი პორტუგალიაში “ბენფიკასთან” გამარჯვება სჭირდება. თუ “ლაიპციგი” “ლიონს” მოუგებს, რუსული გუნდი ჯგუფიდან ყველა ვარიანტში გავა.

1. “ლაიპციგი” 5 3 1 1 8:6 10
2. “ზენიტი” 5 2 1 2  7:6 7
3. “ლიონი” 5 2 1 2  7:6 7
4.”ბენფიკა” 5 1 1 3 7:11 4

H ჯგუფი
“აიაქსი” (ჰოლანდია) : “ვალენსია” (ესპანეთი)
“ჩელსი” (ინგლისი) : “ლილი” (საფრანგეთი)

ამ ჯგუფში ბოლო ტურის წინ ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა.
1/8 ფინალის ორ ვაკანტურ საგზურს ერთმანეთს 3 გუნდი ეცილება.

“ჩელსი” ლონდონში აუტსაიდერ “ლილისთან” გამარჯვების შემთხვევაში, მეორე მატჩის შედეგს აღარ დაელოდება და ფლეი-ოფში გასვლას იზეიმებს.

გასული წლის 1/2 ფინალისტი ამსტერდამის “აიაქსი” საწადელს მატჩის ფრით დასრულების შემთხვევაშიც მიაღწევს.
აი “ვალენსიას” კი ყველა ვარიანტში გაარჯვება სჭირდება.

1. ,,აიაქსი” 5 3 1 1 12:5 10
2. “ვალენსია” 5 2 2 1 8:7 8
3. “ჩელსი” 5 2 2 1 9:8 8
4. “ლილი” 5 0 1 4  3:12 1

E ჯგუფის მატჩები სტარტს 21:45 საათზე აიღებს.

დანარჩენი შეხვედრები 00:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი