მთავარი მსოფლიოინგლისი ,,არსენალმა” 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

,,არსენალმა” 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის დასკვნით შეხვედრაში ლონდონური დერბი შედგა.

ბრიტანეთის დედაქალაქის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” ერთმანეთს “ვესტ ჰემი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველი ტაიმი “ჩაქუჩებმა” მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგეს.
“მეთოფეების” კარი იტალიელმა ანჯელო იგბონამ ესპანეს პაბლო ფორნალსის პასით დალაშქრა.

მეორე ნახევრის შუაწელს, 9-წუთიან მონაკვეთში “არსენალმა” მეტოქეს 3 გოლი გაუტანა.

ანგარიში მე-60 წუთზე ბრაზილიელმა მარტინელიმ გაათანაბრა.

66-ე წუთზე ფრედ ლიუნგბერგის შეგირდები წინ გაბონელ პიერ-ემერიკ ობამეიანგის პასით კოტ’დიუვარელმა ნიკოლას პეპემ გაიყვანა.

69-ე წუთზე ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს. ამჯერად პეპეს გადაცემით ობამეიანგმა იხეირა.

საბოლოოდ, “არსენალმა” 3-1 მოიგო და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
“მეთოფეები” ამჟამად 22 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფებიან.
“ვესტ ჰემს” კი 16 ქულა გააჩნია და გასავადნ ზონის სიახლოვეს მე-16 ადგილს იკავებს.

“ვესტ ჰემი” 1:3 “არსენალი”
38′ იგბონა (1-0), 60′ მარტინელი (1-1), 66′ პეპე (1-1), 66′ ობამეიანგი (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი