მთავარი მსოფლიოესპანეთი ერნესტო ვალვერდე: ,,ბარსელონასგან“ გულშემატკივრები ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ”

ერნესტო ვალვერდე: ,,ბარსელონასგან“ გულშემატკივრები ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩის წინ  “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე მომავალ შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

კატალონიური გრანდის თავკაცი აცხადებს, რომ მისი გუნდი დანაკლისის მიუხედავად, ბრძოლას აპირებს. მას სჯერა, რომ მოედანზე გასული თითოეული ფეხბურთელი თავს არ დაზოგავს.

ერნესტო ვალვერდე: ,,მილანში რამდენიმე ფეხბურთელი არ გვეყოლება.
ხორდი ალბა და სემედუ ისევ ტრავმირებულები არიან.  ლიონელ მესის დასვენება სჭირდებოდა და ეს შანსი გამოვიყენეთ.
ჩვენი გუნდის  კარს კი ნეტო დაიცავს. არიან ფეხბურთელები, რომელთაც ნაკლები სათამაშო დრო აქვთ და მათ “ინტერთან” შეხვედრაში  შანსი მიეცემათ.  მათ შორის ერთ-ერთი ივან რაკიტიჩი იქნება. დარწმუნებული ვარ, მოედანზე გასული თითოეული ფეხბურთელი თავს არ დაზოგავს.

ასეთ ვითარებაში არაერთხელ ვყოფილვართ, მაგრამ არასდროს წაგვიგია.

 „ბარსელონა“ ვართ და გულშემატკივრები ჩვენგან ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ.  არ არის ლიონელ  მესი, არის სხვა 11 მოთამაშე.
მესი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ მის გარეშე პირველად არ ვთამაშობთ.
მოკლედ, ამხელა გზა იმიტომ არ გამოგვივლია, რომ შეხვედრა წავაგოთ” – აცხადებს კატალონიური გუნდის თავკაცი.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ “ბარსელონა” უმოტივაციოდაა დარჩენილი.
კატალონიელებს 11 ქულა აქვთ და მათთვის კონკურენტები მიუღწეველნი არიან.
მის მეტოქე “ინტერს” კი 1/8 ფინალში გასასვლელად, მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი