მთავარი საქართველოეროვნული ლიგა გიორგი ჭიაბრიშვილი: ,,”საბურთალოს” პირნათელი ვტოვებ”

გიორგი ჭიაბრიშვილი: ,,”საბურთალოს” პირნათელი ვტოვებ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

“საბურთალოს” აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კომენტარი გააკეთა.

ჭიაბრიშვილი აცხადებს, რომ გუნდს პირნათელი სტოვებს.  ქართველი სპეციალისტს ახლა იმის სურვილი აქვს, რომ სახლში წავიდეს და დავისვენოს.

გიორგი ჭიაბრიშვილმა: ,,პირადად ჩემთვის იყო მნიშნელოვანი ამ ტიტულის მოპოვება. მხოლოდ საქართველოს თასი არ მქონდა მოგებული. “საბურთალო” ტიტულებით განებივრებული არ არის და ამიტომაა თასის მოპოვება დიდი წარმატება. ეს იყო გვირგვინი 6-წლიანი მუშაობის. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რადგან ამ წარმატებამდე მათი შრომით მივაღწიეთ…

რაც შეეხება ფინალს – ძალიან რთული და დაძაბული მატჩი იყოპირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ვფლობდითმაგრამ მეორე ნახევარში ფეხბურთელებმა ჩათვალესრომ საქმეს მორჩნენ და “ლოკომოტივმა” შემოგვიტიასაბოლოოდმესამე გოლი გავიტანეთ, მაინც გავიმარჯვეთ და სეზონი წარმატებით  დავასრულეთ.
მიზანი სეზონში რომელიმე ტიტულის მოპოვება იყო. სამწუხაროდ, ჩემპიონობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ თასი კი ავიღეთ. ჩემპიონის რანგში თამაში და პირველობის შენარჩუნება უფრო რთულია, რადგან სამ ფრონტზე ვიბრძოდით – ჩემპიონატზე, თასსა და ევროსარბიელზე. ამიტომაც გაგვიჭირდა.
ამ ეტაპზე ვიცი, რომ ეს “საბურთალოში” ჩემი ბოლო მატჩი იყო და მომდევნო სეზონში ამ გუნდში აღარ ვიმუშავებ. 6 წლის განმავლობაში “საბურთალოსთან” ერთად დიდი გზა გავიარე, მოვიპოვეთ ჩემპიონობა, თასი… ასე რომ, “საბურთალოს” პირნათელი ვტოვებ. ახლა მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ სახლში წავიდე და დავისვენო. 6 წლის განმავლობაში გადაბმულად ერთ ადგილზე მუშაობა რთულია. ხოლო, თუ როგორ ვიმუშავე, ეს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა უნდა განსაჯოთ.
ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ. ალბათ, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება”. -აცხადებს “საბურთალოს” ყოფილი თავკაცი.

წყარო: fcsaburtalo.ge

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი