მთავარი მთავარი ბიანკა ვანესა ანდრეესკუ კანადის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

ბიანკა ვანესა ანდრეესკუ კანადის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

კანადის სპორტის სამინისტრომ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ჩოგბურთელი ბიანკა ვანესა ანდრეესკუ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიოს ჩოგბურთის ასოციაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ანდრესკუსთან ერთად წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოს მოსაპოვებლად ჰოკეისტი ჯორდან ბინინგტონი, ბესბოლისტი მაიკ სოროკა, გოლფისტი ბრუკ ჰენდერსონი და მძლეოსანი ანდრე დე გრასე იბრძოდნენ.

19 წლის ბიანკა ანდრეესკუმ მიმდინარე სეზონი შესსნიშნავად ჩაატარა. მან ,,დიდი მუზარადის” ტურნირი
ამერიკის ღია პირველობა მოიგო.
ანდრეესკუმ ასევე ინდიანა უელსისა და ტორონტოს ტურნირების ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი აღმართა.

წელი კი WTA-ს რეიტინგში მე-5 პოზიციაზე დაასრულა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი