მთავარი სხვა_საბრძოლო სახეობებიკარატე ქართველმა კარატისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი დაისაკუთრეს

ქართველმა კარატისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი დაისაკუთრეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

იაპონიაში გამართულ კიოშუინკაი კარატის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.

ქართველებმა პლანეტის პირველობაზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს.

მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედალი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანდრეი ზინჩენკომ
დაიმსახურა.
ზინჩენკომ ფინალში რუსი კარატისტი ივან ტუმაშევი დაამარცხა.
ფინალამდე კი
აზერბაიჯანელ სამრან მამადოვს,
იორდანიელ აბუ ჰანტაშ ომარს და ირანელ სადეგ მუჰამად განბარის სძლია.

მსოფლიოს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი 60 კილოგრამში მოასპარეზე სერგო მოვსესიანს დააკლდა. მან გადამწყვეტი ორთაბრძოლა არტურ არუშანიანთან წააგო.

მძიმე წონაში (+95 კგ) ბრინჯაოს მედალი ლაშა კამარაულმა დაისაკუთრა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი