მთავარი მსოფლიოინგლისი “ლივერპული” და “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდნენ

“ლივერპული” და “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე E ჯგუფის შეხვედრები დასრულდა.

1/8 ფინალის საგზური მოქმედმა ჩემპიონმა “ლივერპულმა” და იტალიურმა “ნაპოლმა” მოიპოვეს.

ნეაპოლში გამართულ ორთაბრძოლაში მასპინძლებმა აუტსაიდერი ბელგიური “გენკი” 4:0 გაანადგურეს.
იტალიურმა გუნდმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.

პოლონელმა ფორვარდმა არკადიუშ მილიკმა ჰეთთრიკი შეასრულა.
მეოთხე გოლი ბენელუქსელთა კარში ბელგიელმა დრის მერტენსმა გაიტანა.

“ლივერპულმა” კი შედარებით რთულად 2:0. მოიგო
“ბილტლომანთა ქალაქის” გუნდმა ავსტრიული. *ზალცბურგის’ წინააღდეგობა მეორე ტაიმის შუაწელს გატეხა.

პირველი გოლი მერსესაიდელებმა აფრიკელი ფეხბურთელების კომბინაციით გაიტანეს.
სენეგალელი სადიო მანეს პასით თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარში გაბონელმა  ნაბი კეიტამ გადაგზავნა. ეს ყველაფერი 57-ე წუთზე მოხდა.

ერთი წუთის შემდეგ კი გოლი ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მოწინააღმდეგის მეკარის მოტყუების შემდეგ შეაგდო.

ჯგუფური ტურნირი 13 ქულით “ლივერპულმა’ პირველ ადგილზე დაასრულა. “ნაპოლი” კი მოქმედ ჩემპიონს ერთი ქულით ჩამორჩა.

“ზალცბურგი” (ავსტრია) 0:2 “ლივერპული” (ინგლისი)
57′ კეიტა (0-1), 58′ სალაჰი (0-2)

“ზალცბურგი”: სტანკოვიჩი, კრისტიანსენი, ონგუენე, ვობერი, ულმერი, სობიზლაი (89′ აშიმერუ), იაზუნივიჩი (68′ დაკა,), მვეპუ, მინამინო, ჰვანგი, ჰოლანდი (75′ ოკუგავა)
მთავარი მწვრთნელი: მარსჩი

“ლივერპული”: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, ლივრენი (53′ გომესი), ვან დეიკი, რობერტსონი, ვიინალდუმი, ჰენდერსონი, კეიტა (87′ ორიჯი), მანე, სალაჰი, ფირმინო (75′ მილნერი)
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ნაპოლი” (იტალია) 4:0 “გენკი” (ბელგია)
3′ 26′ 38′ პენ. მილიკი (1-0, 2-0, 3-0). 75′ მერტენსი პენ. (4-0)

“ნაპოლი”: მერეტი, დი ლორენცო, კულუბალი, მანოლასი, რუი, კალეხონი (79′ ლორენტე), ალანი, რუისი, ზელინსკი (72′ გაეტანო), მერტენსი, მილიკი (78′ ლოზანო)
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“გენკი”: ვანდერვორდტი, მაელე, დევაესტი, ლუკუმი, დე ნორე (82′ ბორგესი), ჰროსოვსკი, ბერგე, იტო (72′ ჰაგი), სამატა (63′ ბონგონდა), პაინცილი, ონუაჩუ
მთავარი მწვრთნელი: ვოლფი

1. “ლივერპული” 6 4 1 1 13:8 13
2. “ნაპოლი” 6 3 3 0 11:4 12
3. “ზალცბურგი” 6 2 1 3 16:13 7
4. “გენკი” 6 0 1 5 5:20 1

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი