მთავარი საქართველოეროვნული ლიგა თბილისის “დინამო” მწვრთნელის გარეშე დარჩა

თბილისის “დინამო” მწვრთნელის გარეშე დარჩა

ავტორი კახა მიხანაშვილი
35 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის” მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო”  დროებით მწვრთნელის გარეშე დარჩა.

ესპანელმა სპეციალისტებს  ჩისკო მუნიოსს და ფელის ვისენტეს მოქმედი კონტრაქტი დაუმთავრდათ.  ხელშეკრულების  გახანგრძლივებაზე მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ხელმძღვანელები მოლაპარაკებას  ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანთან აწარმოებენ.

ჩისკო მუნიოსი და ფელის ვისენტეს დუეტმა თბილისის “დინამო” 2019 წელს ჩაიბარეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც 3-წლიანი პაუზის შემდეგ მეჩვიდმეტედ მოაპოვებინეს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი