მთავარი საქართველოლეგიონერები ჩელენჯ ქაფზე ქართველების გუნდების დაპირისპირებაში ბექა გორგაძემ ლელო გაიტანა 

ჩელენჯ ქაფზე ქართველების გუნდების დაპირისპირებაში ბექა გორგაძემ ლელო გაიტანა 

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

ჩელენჯ ქაფის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გორგოძე გამოირჩა.

ქართველმა ფრანგული გუნდების “ბორდოსა” და  “აჟენის” ორთაბრძოლაში თავი გატანილი ლელოთი გამოიჩინა.

ბორდოში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა 33-6 გაიმარჯვეს.

ორივე გუნდის რიგებში მონაწილეობა ქართველმა მონაწილეებმა მიიღეს.

“ბორდოს” რიგებში ბექა გორგაძის გარდა ლაშა ტაბიძემ იასპარეზა.
ქართველი ბურჯი მწვრთნელებმა მოედანზე 53-ე წუთზე შეიყვანეს.
გორგაძემ კი მატჩი სრულად ჩაატარა.

“ბრივის” სასტარტო შემადგენლობაში გიორგი თეთრაშვილი იყო. მან ბრძოლაში 53 წუთი დაჰყო.

“ბორდო” 17 ქულით მე-3 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
“აჟენი” კი უქულოდ ბოლო ადგილზეა. თეთრაშვილის გუნდი ფაქტობრივად, ფლეი-ოფის მიღმა დარჩა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი