მთავარი მსოფლიოგერმანია “ბაიერნი” გამოფხიზლდა და ,,ბრემენელ მუსიკოსებს” სიმღერის ხალისი დაუკარგა

“ბაიერნი” გამოფხიზლდა და ,,ბრემენელ მუსიკოსებს” სიმღერის ხალისი დაუკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

 გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნმა” გაილაღა.

ბავარიელებმა ბრემენის “ვერდერი” გაანადგურეს და 2-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტეს.

მიუნხენის ,,ალიანს არენაზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.

24-ე წუთზე “ვერდერი” კოსოვოელმა ფეხბურთელმა  მილოტ რაშიცმა დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს ,,რეკორდმეისტერმა” წონასწორობა აღადგინა.

სერჟ გნაბრის პასით გოლი ბრაზილიელმა კოუტინიომ გაიტანა.

პირველი ნახევრისთვის მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მასპინძელმა პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენელები წინ გაიყვანა.  გუნდის ლიდერს წარმატების მიღწევაში ბრაზილიელი კოუტინიო დაეხმარა.

მეორე ტაიმში “ბაიერნმა” “ვერდერს” შავი დღე აყარა. ბავარიელებმა მეტოქის კარი, კიდევ 4-ჯერ აიღეს.

63-ე წუთზე მატჩის ერთ-ერთმა გმირმა კოუტინიომ სხვაობა ორბურთიანი გახადა.

72-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა. პოლონელმა თომას მიულერის პასი შეირგო.

75-ე წუთზე კოუტინიომ მეორე საგოლე პასი მიითვალა.  ბრაზილიელის გადაცემით თომას მიულერმა იხეირა.

78-ე წუთზე კოუტინიომ ჰეთთრიკი შეასრულა.

საბოლოოდ, “ბაიერნმა” 6-1 მოიგო.  მიუნხენელები ამჟამად 27 ქულით მე-3 სართულზე იმყოფებიან.

ბავარიელები ლიდერ “მიუხენგლადბახს”  4 ქულით ჩამორჩება.
,,გლადბახი” მე-15 ტურის მატჩს სტუმრად, ,,ვოლფსბურგთან” 15 დეკემბერს, ჩაატარებს.

“ბაიერნი” 6:1 “ვერდერი”
24′ რაშიცა (0-1), 45′ კოუტინიო (1-1), 45+5′ ლევანდოვსკი (2&1), 63′ კოუტინიო (3-1), 72′ ლევანდოვსკი (4-1), 75′ მიულერი (5-1), 78′ კოუტინიო (6-1)

“კიოლნი” 2:0 “ლევერკუზენი”
73′ კორდობა (1-0), 84′ ბორნაუ (2-0)
გაძევება: 78′ ბეილი (“ლევერკუზენი”)

“ჰერტა” 1:0 “ფრაიბურგი”
53′ დარიდა

“მაინცი” 0:4 “დორტმუნდი”
32′ როისი (0-1), 66′ სანჩო (0-2), 69′ აზარი (0-3), 84′ შულცი (0-4)

“პადერბორნი” 1:1 “კიოლნი”
7′ ინგვარდსენი (0-1), 33′ პროგერი (1-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი