მთავარი მსოფლიოინგლისი “არისტოკრატები” ლონდონში დამარცხდნენ – “ლესტერმა”აუტსაიდერ “ნორვიჩს” ვერ მოუგო

“არისტოკრატები” ლონდონში დამარცხდნენ – “ლესტერმა”აუტსაიდერ “ნორვიჩს” ვერ მოუგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში ორი სენსაცია დაფიქსირდა.

ლონდონში, ,,სტემფორდ ბრიჯის” სტადიონზე “ჩელსი” “ბორნმუთთან” 0-1 დამარცხდა.
საჩემპიონო მარათონში ჩაბმულმა “ლესტერმა” აუტსაიდერი “ნორვიჩს” ვერ სძლია.

ბრიტანეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში “არისტოკრატებს” ერთადერთი გოლი დენ გოლსინგმა გაუტანა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა ლონდონელთა გუნდის მეკარის კეპა არასაბალაგას კარი მატჩის დასრულებამდე 6 წუთით აიღო.

“ლესტერმა” შინ, “ნორვიჩთან” შეხვედრაში ფრედ 1-1 ითამაშა.

მატჩში თავდაპირველად,
სტუმრები დაწინაურდნენ. გოლი ,,მელიებს” ფინელმა ფორვარდმა ტეემუ პუკიმ გაუტანა.

38-ე წუთზე “ნორვიჩის” ჰოლანდიელმა მცველმა ტიმ კრულმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

“ლესტერს” 17 მატჩის შემდეგ 39 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. ,,მელიები” ლიდერ “ლუვერპულს” 10 ქულით ჩამორჩებიან.

“ჩელსი” 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

“ბარნლი” 1:0 “ნიუკასლი”
58′ ვუდი

“ჩელსი” 0:1 “ბორნმუთი”
84′ გოსლინგი

“ლესტერი” 1:1 “ნორვიჩი”
26′ პუკი (0-1), 38′ კრული (1-1)

“შეფილდ იუნაიტედი” 2:0 “ასტონ ვილა”
50′ 73′ ფლეკი (1-0, 2-0)

“საუთჰემპტონი” 0:1 “ვესტ ჰემი”
37′ ჰალერი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი