მთავარი საქართველოლეგიონერები ჩემპიონთა თასზე ქართველების გუნდები დამარცხდნენ

ჩემპიონთა თასზე ქართველების გუნდები დამარცხდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ჩემპიონთა თასის მე-4 ტურის მატჩებში მონაწილეობა ქართველი მორაგბეების გუნდებმა მიიღეს.

ფრანგულ დერბიში ,,მონპელიე” შინ, “ტულუზასთან” 18-26 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მორაგბე კოტე მიქაუტაძე იყო.  მან შეხვედრა სრულად ჩაატარა.

,,მონპელიეს” მწვრთნელებმა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი საქმეში 57-ე წუთზე ჩართეს.

ქართველების გუნდს ამ მარცხის შემდეგ 5 ქულა დარჩა და მე-5 ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

სტუმრად, იტალიაში “ბენეტონთან”  ბადრი ალხაზიშვილი ,,ლიონმა” დაძაბულ ბრძოლაში 22:25 წააგო.
ქართველი მორაგბე ფრანგული გუნდის მარქაფაში გახლდათ. მას ,,ლიონის” სამწვრთნელო შტაბმა  მოედანზე გასვლის შესაძლებობა არ მისცა.

ლიონელებს პირველ ჯგუფში 7 ქულა აქვთ და მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი