მთავარი მთავარი პაატა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

პაატა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
1920 ნახვა

ქართველი სამბისტი პაატა ღვინიაშვილი ყაზახურ ჭიდაობა კურაშში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა საჩემპიონო გზაზე 5 მოწინააღმდეგე დაამარცხა და ყაზახეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ღვინიაშვილისთვის მსოფლიოს ჩემპიონობა უცხო არ გახლავთ. მას პლანეტის უძლიერესის ტიტული სამბოშიც აქვს მოპოვებული.

ყაზახეთში კურაშის მსოფლიოს პირველობაზე 100 კილიგრამში ვერცხლის მედალი სამბისტმა დავით ლორიაშვილმა აიღო.

მძიმე წონაში კი გუგა კიბორძალიძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

დღეს შეჯიბრებაზე კიდევ 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

მსოფლიოს პირველობაზე ძალებს
ბექა ბერძენიშვილი, ბექა ბერულავა, თორნიკე ჭოველიძე და ელგუჯა ბარბაქაძე მოსინჯავენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი