მთავარი მთავარი ლაშა ბექაური: ,,ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემს უკან ჩემი სამშობლო დგას და დამარცხების უფლება არ მაქვს”

ლაშა ბექაური: ,,ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემს უკან ჩემი სამშობლო დგას და დამარცხების უფლება არ მაქვს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
167 ნახვა

,,როდესაც საბრძოლველად გავდივარ ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემს უკან ჩემი სამშობლო დგას და დამარცხების უფლება არ მაქვს.”  წერს ჩინეთში ცინდაოს მასტერსზე გამარჯვების შემდეგ საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე ძიუდოისტი ლაშა ბექაური.

მსოფლიოსა 3-გზისა  და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის
აცხადებს, რომ მისთვის სიტყვა ,,საქართველო”  ყველაფერია.

ლაშა ბექაური: ,,უღრმესი მადლობა ყველას ასეთი  ემოციებისთვის, გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის! როდესაც საბრძოლველად გავდივარ ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემს უკან ჩემი სამშობლო დგას და დამარცხების უფლება არ მაქვს. ძალიან მაბედნიერებს ამდენ ადამიანს, რომ გხედავთ ვისი სიხარულის მიზეზიც მე ვარ! ჩემთვის სიტყვა ,,საქართველოყველაფერია. ქართველები ძალიან მაგრები ვართ და ამის დამტკიცება ყველგან შეგვიძლია – სპორტით, კულტურით ან უბრალოდ კარგი ადამიანობით. ძალიან მიყვარხართ” –  აცხადებს ქართველი ძიუდოისტი.

90 კილიგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა წელს ,,ოქროს დუბლი” შეასრულა. მან ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

ქართველ ძიუდოისტს ჩინეთში გამგზავრებამდე სამშობლოში უსიამოვნება შეემთხვა.
ბექაური სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი