მთავარი მთავარი 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო – ქართველები სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონატიდან მედლებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან

1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო – ქართველები სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონატიდან მედლებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან

ავტორი კახა მიხანაშვილი
783 ნახვა

ყაზახეთის ქალაქ აკტობეში ადგილობრივ ტრადიციულ ჭიდაობა კურაშში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა.

პლანეტის პირველობაზე ქართველმა მოჭიდავეებმა ჯამში 7 მედალი დაისაკუთრეს.

მსოფლიოს ჩემპიონი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი პაატა ღვინიაშვილი გახდა.

პლანეტის პირველობაზე ვერცხლის მედლები გუჯა ბარბაქაძემ (-74 კგ), დავით ლორიაშვილმა (-100 კგ), და მძიმეწონოსანმა ბექა ბერძენიშვილმა დაისაკუთრეს.

მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედლები გუგა კიბორძალიძემ, ბექა ბერულავამ და თორნიკე ჭოველიძემ ირგუნეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი