მთავარი მთავარი ,,ფლამენგო” მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

,,ფლამენგო” მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

ბრაზილიური კლუბი ,,ფლამენგო” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ დაპირისპირებაში სამხრეთ ამერიკულმა კლუბმა აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული საუდის არაბეთის გუნდი ,,ალ ჰილალი” 3:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ,,ალ ჰილალმა” სალემ ალ დავსარის გოლით 1-0 მოიგო. მან მუჰამედ ალ ბურაიკის პასით შეხვედრის მე-18 წუთზე იხეირა.

მეორე ნახევრის დასაწყისში კერძოდ, 49-ე წუთზე “ფლამენგომ” წონასწორობა აღადგინა.
ურუგვაელმა ჯორჯიან დე არასკაეტამ ბრუნო ენრიკეს პასი შეირგო.

78-ე წუთზე გოლი თავად ბრუნო ენრიკემ გაიტანა. საგოლე პასი კი
რაფინიამ გააკეთა.

82-ე წუთზე “ალ ჰილალის” ფეხბურთელმა ალი აბდულაიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მაშ, ასე ბრაზილიურმა ,,ფლამენგომ” 3-1 მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
სამხრეთ ამერიკელები ინგლისური “ლივერპულისა” და მექსიკური “მონტერეის’ 1/2 ფინალურ დაპირისპირებას დაელოდებიან. ამ კლუბებში გამარჯვებულს კი გადამწყვეტ ბრძოლაში დაუპირისპირდებიან.

“.ფლამენგო” (ბრაზილია) 3:1 “ალ ჰილალი” (საუდის არაბეთი)
18′ ალ დავსარი (0-1), 49′ დე არასკაეტა (1-1), 78′ ენრიკე (2-1), 82′ ალ აბდულაი (3-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი