მთავარი მთავარი ,,ლივერპული” მსოფლიოს ჩემპიონია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ინგლისური ,,ლივერპულის” ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

,,ბიტლომანთა ქალაქის” საფეხბურთო კლუბმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბრაზილიური ,,ფლამენგო” დაამარცხა.

დაპირისპირებაში ძირითადმა დრომ ჩემპიონის ვინაობა ვერ გამოავლინა.

ოვერტაიმში კი საწადელს ევროპელებმა მიაღწიეს.
99-ე წუთზე სენეგალელი სადიო მანეს პასით გამარჯვებუს გოლი ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ გაიტანა.

,,ლივერპულმა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი  ისტორიაში პირველად მოიგო. მათ აქამდე,  არც ამ ტურნირის წინამორბედი შეჯიბრება საკონტინენტთაშორისო თასი ჰქონდა აღმართული.

“ლივერპული”  1:0 დ.დ. ,,ფლამენგო”
99′ ფირმინო

,,ლივერპული”: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი, კეიტა (100′ მილნერი), ჰენდერსონი, ოქსეი-ჩემბერლენი (75′ ლალანა), სალაჰი (120+1′ შაქირი), მანე, ფირმინო (106′ ორიჯი)
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

,,ფლამენგო”: ალვეში, რაფინია, კაიო, მარი, ფელიპე ლუისი, დე არანკუეტა (77′ ვიტინიო),  არაო (120′ ბერიო), ჟერსონი (102′ ლინკოლნი), რიბეირო (82′ დიეგო),
ენრიკე, გაბრიელი
მთავარი მწვრთნელი: ჟესუსი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი