მთავარი მთავარი ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ – პლანეტის პირველობაზე ქართველებმა 7 მედალი დაისაკუთრეს

ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ – პლანეტის პირველობაზე ქართველებმა 7 მედალი დაისაკუთრეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
5787 ნახვა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ამ ქვეყნის ეროვნულ ჭიდაობა კურეშში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა.

პლანეტის პირველობაზე ქართველებმა შესანიშნავად იასპარეზეს და ჯამში 7 მედალი დაისაკუთრეს.

2 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაოს ასეთია ქართველების ყაზახური მონაგარი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბისტებმა ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს. მათ ნურ-სულთანში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს.
ფინალურ ორთაბრძოლაში ოძელაშვილმა სერბ მოწინააღმდეგეს სძლია.
ქებაძე კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მონღოლი მოჭიდავის დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა.

ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი მინდია ლილუაშვილს (70 კგ), თორნიკე ჯუღელს (90 კგ), გიორგი კობაიძე (100 კგ) და დავით რაზმაძეს (+100 კგ) დააკლდათ. ისინი სამშობლოში ვერცხლის მედლებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან.

სამბოში მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი ლეგენდარული ვახტანგ ჩიდრაშვილი ყაზახურ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

0 კომენტარი
2

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი