მთავარი კალათბურთი კალათბურთის ფედერაციამ თენგიზ პაჭკორია და ლიკა ქაჯაია დააჯილდოვა

კალათბურთის ფედერაციამ თენგიზ პაჭკორია და ლიკა ქაჯაია დააჯილდოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ქართული კალათბურთის განვითარებასა და მისი სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისთვის, გამოჩენილ ქართველ ჟურნალისტს თენგიზ პაჭკორიას და საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანს და ლიდერს ლიკა ქაჯაიას სამადლობელი სიგელები და საქართველოს ნაკრების მაისური გადასცა.

ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ამ ადამიანებს მრგვალი საიუბილეო თარიღი მიულოცა.

წელს, თენგიზ პაჭკორია 60 წლის, ხოლო ლიკა ქაჯაია კი 50 გახდა.

კალათბურთის ფედერაციის მიერ გადაცემულ მაისურებზე, ამ ადამიანების გვარი და წლოვანების შესაბამისი ნომერი აწერია.

თენგიზ პაჭკორიას და ლიკა ქაჯაიას პრიზები  პაატა გურასპაულმა ახალი სპორტის სასახლის დარბაზში გადასცა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი