მთავარი მთავარი ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მერი არაბიძე ლიდერობს

ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მერი არაბიძე ლიდერობს

ავტორი კახა მიხანაშვილი
98 ნახვა

რუსეთის ფედერაციის დესაქალაქ  შიმოსკოვში,  სტარტი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატმა აიღო.

პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ,  ტურნირზე ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე ლიდერობს. მან სწრაფ ჭადრაკში  ოთხი პარტიიდან ოთხივე მოიგო.
მსოფლიოს პირველობაზე არაბიძის გარდა, წაუგებლად რუსი ოლგა გირია და რუმინელი ირინა ბულმაგა ასპარეზობენ.

4 შესაძლებლობიდან 3-3 ქულა ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა აიღეს.

ნინო ხომერიკს 2.5 ქულა გააჩნია. სოფიო გვეტაძეს კი 2 ქულა აქვს.

მამაკაცებში პირველ დღეს 5 პარტიის ჩატარება მოესწრო.
ამ დროისთვის ბაადურ ჯობავა 3.5 ქულით 45-ე ადილზეა.
ივან ჩეპარინოვს 2.5 ქულა აქვს და 115-ე პოზიციას იკავებს.
გიგა ყუფარაძე კი 2.0 ქულით 148-ე საფეხურზე იმყოფება.

პირველ დღის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე  დაწინაურდნენ:

კაცები (5 ტური)

1. ჰაო ვანგი (ჩინეთი) – 4,5 ქ
2. ილია სმირინი (ისრაელი) – 4,5 ქ
3. შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 4,5
4. იან-კრიშტოფ დუდა (პოლონეთი) – 4,5
5. ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) – 4,5
6. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია)
45. ბაადურ ჯობავა – 3,5
115. ივან ჩეპარინოვი – 2,5
148. გიგა ყუფარაძე – 2,0

ქალები (4 ტური)
1. მერი არაბიძე – 4,0
2. ოლგა გირია (რუსეთი) – 4,0
3. ირინა ბულმაგა (რუმინეთი) – 4,0
13. ნანა ძაგნიძე – 3,0
21. ნინო ბაციაშვილი – 3,0
32. ნინო ხომერიკი – 2,5
76. სოფიო გვეტაძე – 2,0

ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები დღეს, 27 დეკემბერს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი