მთავარი სხვა_კრივი ბიჭი, რომელსაც ლაპარაკი ძლიერ უყვარს

ბიჭი, რომელსაც ლაპარაკი ძლიერ უყვარს

152 ნახვა

არის ასეთი მებრძოლი კოლბი კოვინგტონი. თავს UFC ქვესაშუალოდ წონის დროებით საჩემპიონი ქამრით იწონებს, ოქტაგონზე კი მუდამ 50 Cent-ის ცნობილი მუსიკის “Many Men”-ის თანხლებით გამოდის. თრეშ თოქი მისი მთავარი ნიშაა – ლანძღავს ყველას და ყველაფერს.

მისი პირველი ხმაურიანი განცხადება გასული წლით თარიღდება. ბრაზილიურ სან-პაულოში ადგილობრივთა ფავორიტის დემიენ მაიას დამარცხების შემდეგ იქ მყოფნი რამდენიმე “ტკბილი” სიტყვით შეამკო:

“ბრაზილია სანაგვეა! თქვენ კი ბინძური ცხოველები ხართ!”

მოგვიანებით უფრო მსუყე ლუკმებს კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვსაც მიადგა. ირლანდიელი ნარკოტინების მოხმარებაში “ამხილა”დაღესტნელი – ზოოფილიაში.

“მაკგრეგორი კოკაინზე შეჯდა და დროის უმეტეს ნაწილს მეძავებთან ატარებს.

რაც შეეხება ნურმაგომედოვს, ის ბინძური ცხოველია, რომელიც ცხვრებს აუპატიურებს!”

და მაინც ვინ არის კოლბი კოვინგტონი? წარმოშობით ამერიკელია. 30 წლისაა. მეტსახელად ქაოსი დაირქვა. გარდა იმისა, რომ მუშტი-კრივში ყოჩაღია, საკმაოდ გრძელი ენის პატრონიცაა. თავს ცუდ ბიჭად, ბოროტმოქმედად, ფულის მოჩხუბრათ, მოკლედ რო ვთქვათ თავის თავში კონორ მაკგრეგორს ხედავს, ოღონდ გამჯობესებულ ვერსიას.

მიუხედავად ასეთი იმიჯისა, ბევრის აზრით კოვინგტონი უბრალოდ პუბლიკაზე თამაშობს და მისი სასცენო და რეალური სახე ცა და დედამიწასავით განსხვავდება.

მოკლედ, ასეა თუ ისე, UFC-ში დაიარება ბიჭი, რომელსაც ლაპარაკი ძლიერ უყვარს. საქმით… საქმით ჯერ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი