მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,ატლეტიკომ” “ბარსელონას” სძლია – ესპანეთის სუპერთასისთვის მადრიდული გუნდები იბრძოლებენ

,,ატლეტიკომ” “ბარსელონას” სძლია – ესპანეთის სუპერთასისთვის მადრიდული გუნდები იბრძოლებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
75 ნახვა

საუდის არაბეთში მიმდინარე ესპანეთის სუპერთასის 1/2 ფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს მადრიდის “ატლეტიკო” და “ბარსელონა” შეხვდნენ დაძაბული და უხვგოლიანი აღმოჩნდა.

ქალაქ ჯადაში, ,,კინგ აბდულა სპორტ სიტის” სტადიონზე გამართულ ორთაბრძოლაში ,,ატლეტიკომ” 3:2 გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევრის სტარტზე მადრიდელები დაწინაურდნენ.

არგენტინელ ანხელ კორეას პასი კოკემ შეირგო. კოკე მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

51-ე წუთზე წონასწორობა კატალონიელთა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ აღადგინა. მას გოლის გატანაში ურუგვაელი ლუის სუარესი დაეხმარა.

62-ე წუთზე წინ ,,ბარსელონა” ფრანგმა ანტუან გრიზმანმა გაიყვანა.

კატალონიელებმა მატჩი ბოლო 9 წუთში წააგეს და სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად, მოუწიათ.

81-ე წუთზე ,,ატლეტიკოს” სასარგებლოდ, პენალტი დაინიშნა.

ალვარო მორატამ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

86-ე წუთზე მადრიდელებს გამარჯვება ანხელ კორეამ მოუტანა. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა ალვარო მორატას პასი გამოიყენა.

საბოლოოდ, მადრიდის ,,ატლეტიკომ” 3:2 მოიგო და სუპერთასის ფინალში თანაქალაქელ ,,რეალს” შეერკინება.

ფინალური ორთაბრძოლა 12 იანვარს, შედგება.

მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

,,ბარსელონა” 2:3 ,,ატლეტიკო”
46′ კოკე (0-1), 51′ მესი (1-1), 62′ გრიზმანი (2-1), 81′ მორატა პენ. (2-2), 86′ კორეა (2-3)

,,ბარსელონა”: ნეტო, რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ვიდალი, ბუსკეტსი (86′ რაკიტიჩი), დე იონგი (88′ ფათი), მესი, გრიზმანი, სუარესი
მთავარი მწვრთნელი: ერნესტ ვალვერდე

,,ატლეტიკო”: ობლაკი, ტრიპიერი,
ფელიპე, სავიჩი, რენან ლოდი (67′ ვიტოლო), კორეა, ერერა (46′ კოკე, 72′ ლორენტე ), ტომასი, საულ ნიგესი, ჟოაო ფელიქსი, მორატა
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი