მთავარი მთავარი თემურ  ბენდიაშვილი: ,,გოჩა სვანიძე არჩევნებში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას”

თემურ  ბენდიაშვილი: ,,გოჩა სვანიძე არჩევნებში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას”

ავტორი კახა მიხანაშვილი
86 ნახვა

,,გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის არჩევნებში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. ასეთ განცხადებას

რაგბის კლუბ თბილისის ,,ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი თემურ  ბენდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გამოცდილი სპეციალისტი რაგბის კავშირს ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ რაგბის კავშირმა ორგანიზაციის კუთვნილი ტერიტორიების ნაწილი არამიზნობრივად გაასხვისა, ხოლო სპორტის ეს სახეობა კრიზისშია.
ბენდიანიშვილის აზრით, რაგბის კავშირის მოქმედ ხელმძღვანელობაში არაპროფესიონალები არიან და ეს მსოფლიოს თასზე ნაკრების შედეგებშიც აისახა.

ბენდიანიშვილი 30 იანვარს, დანიშნულ არჩევნებში ხმას ირაკლი აბუსერიძეს უჭერს. ,,რკინიგზელთა” მწვრთნელს მიაჩნია, რომ აბუსერიძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 10 წელი თამაშობდა სპორტის ამ სახეობაში კარგად ერკვევა და პრობლემებსაც ხვდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი