მთავარი მსოფლიოიტალია ,,ნაპოლი” იტალიის თასის 1/2 ფინალში გავიდა

,,ნაპოლი” იტალიის თასის 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

ნეაპოლის, სტადიონმა ,,სან პაოლომ” იტალიის თასის 1)4 ფინალურ მატჩს უმასპინძლა.

1/2 ფინალში გასასვლელად ერთმანეთს ,,ნაპოლი” და რომის ,,ლაციო” დაუპირისპირდნენ.

მატჩში ნეაპოლელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს.
მე-2 წუთზე პიოტრ ზელინსკის პასით მასპინძლები ლორენცო ინსინიემ დააწინაურა.

მე-10 წუთზე რომაელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ. მათ სააარგებლოდ პენალტი დაინიშნა.
11-მეტრიანის დასარრყნელად ბურთთან მისულმა ჩირო იმობილემ ვერ იხეირა.

მე-19 წუთზე ,,ნაპოლი” კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა ნეაპოლელებს ალბანელი მცველი ენსეიდ ჰისაი გაუძევა.

25-ე წუთზე ,,ლაციოც” 10 ფეხბურთელი ამარა დარჩა.
მსაჯმა წითელი ბარათი ბრაზილიელ ლუკას ლეივას უჩვენა.

მეორე ტაიმში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
,,ნაპოლიმ” შეხვედრა 1:0 მოიგო და იტალიის თასის 1/2 ფინალში გავიდა

1/2 ფინალში ,,ნაპოლის” მეტოქე ,,ფიორენტინასა” და ,,ინტერის” მატჩში გამარჯვები იქნება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი