მთავარი მსოფლიოინგლისი უხვგოლიანი ლონდონური დერბი პრემიერლიგაში

უხვგოლიანი ლონდონური დერბი პრემიერლიგაში

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში ლონდონური დერბი შედგა.

,,სტემფორდ ბრიჯზე” გამართულ
შეხვედრაში ერთმანეთს ,,ჩელსი” და ”არსენალი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი დრამატული და ამავდროს უხვგოლიანი აღმოჩნდა. გუნდებმა მეტოქის კარი 2-2-ჯერ დალაშქრეს.

26-ე წუთზე ,,მეთოფეები” კაცნაკლულნი დარჩნენ და თან მათი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა.
საკუთარ საჯარიმოში უხეშობისთვის მსაჯმა მოედნიდან ,,არსენალს” ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი გაუგდო.
პენალტი ზუსტად იტალიელმა ჯორჯინიომ გაიტანა და ,,არისტოკრატები’ დააწინაურა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ,,არსენალის” ფეხბურთელებმა წონასწორობა 63-ე წუთზე აღადგინეს.
გოლი გერმანელ შკოდრან მუსტაფის პასით ბრაზილიელმა მარტინელიმ გაიტანა.

84-ე წუთზე ,,ჩელსი” ისევ წინ გავიდა.
სტუმართა კარი ესპანელმა სესარ
ასპილიკუეტამ აიღო.

,,მეთოფეებმა” მატჩის გადარჩენა და ქულის მოპოვება, მაინც მოახერხეს.
87-ე წუთზე ესპანელმა ჰექტორ ბელერინიმ ურუგვაელ ლუკას ტორეირას პასით იხეირა.
საბოოლოოდ, ორთაბრძოლა ფრედ 2:2 დასრულდა.

ამ დროისთვის ,,ჩელსის” 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ,,არსენალი” კი 30 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.

,,ლივერპულთან” ჩამორჩენა 13 ქულამდე ,,მანჩესტერ სიტიმ” შეამცირა.
,,ქალაქელებმა” არგენტინელი ფორვარდის სერხიო აგუეროს გოლის წყალობით სტუმრად, ,,შეფილ იუნაიტედი” დაამარცხეს.
ანგარიში უფრო სოლიდურიც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ბრაზილიელმა გაბრიელ ჟესუსმა პენალტის ნიშნულიდან გოლი ვერ გაიტანა.

,,მანჩესტერ სიტის” 51 ქულა გააჩნია, ხოლო ,,ლივერპულს” კი 64, თუმცა ,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდს კონკურენტთან შედარებით 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

,,ასტონ ვილა” 2:1 ,,უოტფორდი”
38′ დეენეი (0-1), 68′ ლუისი (1-1), 99-5′ მინგსი (2-1)

,,ბორნმუთი” 3:1 ,,ბრაიტონი”
36′ უილსონი (1-0), 41′ გროსი ა.გ. (2-0), 74′ უილსონი (3-0), 81′ მუი (3-1)

,,კრისტალ პალასი” 0:2 ,,საუთჰემპტონი”
22′ რედმონდი (0-1), 48′ ამსტრონგი (0-2)

,,ევერტონი” 2:2 ,,ნიუკასლი”
30′ კინი (1-0), 54′ კარველ-ლევინი (1-1), 90+4′ 90+5′ ლეჟენი (2-1, 2-2)

,,შეგფილდ იუნაიტედი” 0:1 ,,მანჩესტერ სიტი”
73′ აგუერო
გამოუყენებელი პენალტი: 36′ გაბრიელ ჟესუსი ( ,,მანჩესტერ სიტი”)

,,ჩელსი” 2:2 ,,არსენალი”
28′ ჯორჯინიო (1-0), 63′ მარტინელი (1-1), 84′ ასპილიკუეტა (2-1), 87′ ბელერინი (2-2)
გაძევება: 26′ დავიდ ლუისი (,,არსენალი”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი