მთავარი მთავარი ეშლიმ ბარტიმ და ნაომი ოსაკამ ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე ეტაპი წარმატებით გაიარეს

ეშლიმ ბარტიმ და ნაომი ოსაკამ ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე ეტაპი წარმატებით გაიარეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

,,დიდი მუზარადი” წლის პირველ ტურნირ ავსტრალიის ღია პირველობაზე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ მეორე წრეც წარმატებით გადალახა.

შინაურ გარემოში, მელბურნის კორტებზე გამართულ შეხვედრაში ბარტიმ სლოვენიელი ჩოგბურთელი პოლონა ჰერცოგი დაამარცხა.

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ბალკანელ მოწინააღმდეგეს იოლად, 2-სეტში 6-1, 6-4 მოუგო და ტურნირის 1/16 ფინალში გავიდა.

1/8 ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ეშლი ბარტის ბრძოლა 20 წლის ყაზახ ჩოგბურთელ ელენა რიბაკინასთან მოუწევს.

მეორე ბარიერი დასძლია იაპონელმა ნაომი ოსაკამ.
ამომავალი მზის ქვეყნის პირმშვენიერმა ასულმა ჩინელ საისაი ჟენგის 2-სეტში 6-4, 6-2 მოუგო.

ოსაკას მომდევნო მოწინააღმდეგე
15 წლის თინეიჯერი ამერიკელი კორი გაუფი იქნება.
ჩოგბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ორი ეტაპი გადალახა.
გაუფმა ჯერ 39 წლის ლეგენდარულ თანამემამულე ვინუს უილიამსს სძლია, შემდეგ კი რუმინელი სორანა-მიჰაილა კისტეას მოუგო.

საქმეში ჩაება მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რუმინელი სიმონა ჰალეპიც.
ჰალეპმა პირველ წრეში ამერიკელ ჯენიფერ ბრედი 7-6, 6-1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ურთიერთობას დიდ ბრიტანელ ჰარიეტ დარტთან გარკვევს.

ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/16 ფინალური ორთაბრძოლები ,24 იანვარს, ჩვენი დროით გამთენიისას შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი