მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მე-6 მარცხი განიცადა – შოდაიმ მე-10 ბრძოლა მოიგო

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მე-6 მარცხი განიცადა – შოდაიმ მე-10 ბრძოლა მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
57 ნახვა

სუმოს სამშობლოში მიმდინარე 2020 წლის პირველ სუპერტურნირ ჰაცუ ბაშოზე ქართველმა ექს-ოძეკიმ ტოჩინოშინმა მე-6 ორთაბრძოლა წააგო.

ლევან გორგაძემ ბრძოლა მე-4 მაეგაშირა ოკინოუმისთან დათმო.

იაპონელმა რიკიშიმ ქართველი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

განვლილი 11 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 5 მოგება და 6 მარცხი გააჩნია. ქართველს კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევს.
თავად განსაჯეთ, ბაშოს დასრულებამდე 4 დღეა დარჩენილი. კაჩი-კოშიმდე კი 3 მოგება საჭირო.
თან ხვალინდელ ორძაბრძოლაში სუმოს მამებმა გორგაძეს მეტოქედ
ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოძეკი ტაკაკეიშო დაუყენეს.

დღეს, ტაკაკეიშომ მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი ოშიდაშით დაამარცხა და იანვრის ბაშოზე აქტივში მე-9 მოგება ჩაიწერა. მის გარდა ბაშოზე 9-2 ბალანსი მე-9 მაეგაშირა იატაკაიამას და მე-11 მაეგაშირა კაგაიაკის გააჩნიათ.

ჰაცუ ბაშოს 10 მოგებით მე-17 მაეგაშირა ტოკუშორიუსა და მე-4 მაეგაშირა შიდაის სახით ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს.

ტოკუშორიუმ ბულგარელი რიკიში მე-8 მაეგაშირა აოიამა ცუკიოტოშით დაამარცხა.

შოდაიმ კი მე-10 გამარჯვება ოშიდაშის ილეთით კომოსუბი დაიეიშოსთან მოიპოვა.

მიჯრით 3 მარცხის შემდეგ გამარჯვება ოძეკი გოეიდომ იზეიმა.
გოეიდომ სეკივაკე ტაკაიასუ დოჰიოდან იორიკირით გადადგა და მაკე-კოშის გაფორმება გადადო.

ხვალ, მე-17 მაეგაშირა ტოკუშორიუს მეტოქე მე-11 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება.

შოდაის პირისპირ დოჰიოზე კომოსუბი აბი დადგება.

ოძეკი გოეიდოს სეკივაკე ასანოიამასთასთან მოუწევს პაექრობა.

ჩვენი ტოჩინოშინისა და ოძეკი ტაკაკეიშოს ბრძოლის ამბავზე კი უკვე მოგახსენეთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი