მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში გავიდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

მსოფლიოს ყოფილი პირველი და ამჟამად ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში იასპარეზებს.

ჯოკოვიჩმა მეორე წრეში იაპონელ ტაცუმა იტოს საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.

ბალკანელმა ჩოგბურთელმა აზიელ მოწინააღმდეგეს 3-სეტში 6-1, 6-4, 6-1 სძლია.

ავსტრალიის ღია პირველობის 7-გზის ჩემპიონს ნოვაკ ჯოკოვიჩს
ტიტულის დაცვისაკენ სავალ გზაზე 1/16 ფინალშიც იაპონელი ჩოგბურთელი გადაეღობა.

,,ნოლეს” წინაშე მელბურნის კორტებზე იოშიჰიტო ნიშიოკა წარსდგება.

ჯოკოვიჩისა და ნიშიოკას 1/16 ფინალური ჯახი 24 იანვარს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი