მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული ოთხი ქართველი მსოფლიო რეიტინგის სათავეში

ოთხი ქართველი მსოფლიო რეიტინგის სათავეში

31 ნახვა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და ჩვენდა სასიხარულოდ და საამაყოდ წონის ლიდერებად ეთბაშად ოთხი ქართველი მოგვევლინა – ორი თავისუფლებიდან და ორიც ბერძენ-რომაელებიდან.

ბერძენ-რომალეთაგან 55 კილოგრამს 58 ქულით ნუგზარ წურწუმია ლიდერობს, ხოლო 82-ს ლაშა გობაძე 60 ქულით.

თავისუფლებიდან 125 კილოში კვლავაც არავის უთმობს ლიდერობას მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, რომელსაც მხარი ბექა ლომთაძემაც აუბა და 61 კილოს მოექცა სათავეში. ორთავეს 60-60 ქულა აქვს.

ამ ოთხეულის გარდა თავიანთი წონის ათეულებში კიდევ 6 ჩვენებურია:

ირაკლი მწითური 92 კილოგრამში მესამეა, იურო ლომაძე 72-ში მეცხრეა, ხოლო გიორგი მელია (97კგ), იაკობ ქაჯაია (130კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) მეექვსე ადგილს იკავებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი