მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 49 წლის სპეციალისტი ვასილ მაისურაძე დაინიშნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმების საფუძველზე მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს.

საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის მე-2 ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება.

ქართველებს, სლოვაკებს და აზერბაიჯანს 6-6 ქულა გააჩნიათ.
12 ქულით ჯგუფის სათავეში შვეიცარია იმყოფება.
საფრანგეთი კი 9 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კი 5 თამაში აქვს დარჩენილი.

ხუთიდან 4 შეხვედრას შვეიცარიასთან, საფრანგეთთან, სლოვაკეთან და აზერბაიჯანთან ჩვენი გუნდი მატჩებს შინ, გამართავს.
ერთ შეხცედრას  კი სტუმრად, ლინხშტეიშტეინთან ჩაატარებს.

საქართველოს 21-წლანდელთა პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როდესაც პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გია ცეცაძემ გუნდი დატოვა.

ვასილ მაისურაძეს ასაკობრივ ნაკრებებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე,  სწორედ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ითამაშა და ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა.

ესეც ვასილ მაისურაძის სამწვრთნელო კარიერა  წლების მიხედვით:

2010 საქართველოს 16-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.

2011-2012 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.
2012-2013 თბილისის ,,დინამო” 2 – მთავარი მწვრთნელი.
2013-2014 საქართველოს 19-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.
2014-2015 თბილისის ,,ლოკომოტივი” – მთავარი მწვრთნელი.
2015-2016 საქართველოს 17-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.
2017 საქართველოს 18-წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.
2018-2020 საქართველოს 20 წლამდე ნაკრები- მთავარი მწვრთნელი.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი