მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა თურქეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს

საქართველოს ნაკრებმა თურქეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთს დამაჯერებლად 12:6 სძლია და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

ქართველებმა მეზობელი ქვეყნის შვილებს ყველა კომპონენტში აჯობეს და ოთხი ტაიმიდან ორი მოიგეს და ორიც ფრედ დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებიდან ანდრია ბითაძემ და მიხეილ ბაღათურიამ გაიბრწყინეს.
ორივე წყალბურთელმა ჰეთთრიკი გაიფორმა.
თურქეთი ორი გოლით ხვიჩა ჯახაიამ ,,ასიამოვნა”.
თითო-თითოჯერ მეტოქის კარი
რევაზ იმნაიშვილმა, ბორის ვაპენსკიმ,
დამირ ცრიპულიამ და გიორგი მაგრაქველიძემ აიღეს.

თურქეთის ნაკრებიდან დუბლი
ემირჰან იენიგუნმა და ფათიჰ აკარიმ შეასრულეს. ერთი გოლი კი
ბერკ ბიიკმა და სელჩუკ კანერმა გაგვიტანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.
ეს კი ქართველი წყალბურთელებისთვის კონტინენტის პირველობაზე ისტორიული შედეგი გახლავთ.

ჩვენი ბიჭების მეტოქის ვინაობა ამ წუთებში გერმანიისა და რუმინეთის მატჩში ირკვევა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი