მთავარი მთავარი როჯერ ფედერერის საჩოგბურთო გაკვეთილი ავსტრალიის ღია პირველობაზე

როჯერ ფედერერის საჩოგბურთო გაკვეთილი ავსტრალიის ღია პირველობაზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
42 ნახვა

38 წლის ვეტერანმა ჩოგბურთელმა ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე ბარიერიც მშვიდად გადალახა და ,,დიდი მუზარადის” ტურნირის 1/16 ფინალში შეაბიჯა.

ასაკის მიუხედავად, ,,მხიარულ როჯერს” ჯანი ისევ მოსდევს და ფიზიკურად ბევრ მასზედ ახალგაზრდა ჩოგბურთელზე უკეთ გამოიყურება.
საჩოგბურთო კლასი და მაღალი ოსტატობა ხომ ფედერერს ღვთისგან ბოძებული აქვს, რის გამოც ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი სუპერვარსკვლავია.

დღეს, მელბურნის კორტებზე როჯერ ფედერერმა მაღალი კლასი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა და სერბ ფილიპ კრაინოვიჩს ჩოგბურთის გაკვეთილი ჩაუტარა.

ნეიტრალური ქვეყნის თვალსაჩინო შვილმა ბალკანელ ჩოგბურთელს 3-სეტში 6-1, 6-4, 6-1 მოუგო და სერბეთში დასაბრუნებელი გახადა.
თავად კი ტურნირის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

როჯერ ფედერერს მორიგ მეტოქედ მასპინძელი ავსტრალიელი ჯონ მილმენი ერგო.

ტურნირის ორგანიზატორებმა ფედერერისა და მილმენი ბრძოლა 24 იანვარს, თბილისის დროით 04:00 დანიშნეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი