მთავარი მთავარი გოეიდომ კარიერა დაასრულა

გოეიდომ კარიერა დაასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი
68 ნახვა

33 წლის რიკიშიმ გოეიდომ სპორტული კარიერა დაასრულა.

იაპონელმა სუმიტორმა ინტაი ჰაცუ ბაშოს დასრულების შემდეგ გამოაცხადა.

აწ დასრულებულ იანვრის ბაშოზე ოძეკის წოდების მქონე გოეიდომ მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და სეკივაკეს რანგში დაქვეითდა.
ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა
წლის პირველ სუპერტურნირზე 5 მოგების წილ, 10 მარცხი იწვნია.

გოეიდოს შიკონას მქონე რიკიში სავაი ჰოტარო იაპონიის ქალაქ ოსაკაში 1986 წლის 6 აპრილს, დაიბადა.

პროფესიულ სუმოში მისი დებიუტი 19 წლის ასაკში 2005 წელს შედგა.

გოეიდომ რანგით დაბალ იონოკუჩისა და სანდანმეს დივიზიონებში იუშო მოიგო.

ჯურიოს დივიზიონში აღზევების შემდეგ ჩემპიონის ტიტული 2-ჯერ დაისაკუთრა.

გოეიდოს კარიერაში საუკეთესო 2016 წელი აღმოჩნდა. იაპონელმა რიკიშიმ სექტემბერში, აკი ბაშოზე იმპერატორის თასი დაისაკუთრა.
თან ამ წარმატებას ძენშო იუშოთი ანუ წაუგებლად მიაღწია.

გოეიდო ოძეკი პირველად 2014 წელს, აკი ბაშოზე გახდა და იქიდან მოყოლებული დღემდე, ამ პრესტოჟულ წოდებას ატარებდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი